Wednesday, April 24, 2013

ჯინსი - მსოფლიოს სამოსი


ჯინსი - მსოფლიოს სამოსი
პროექტის მონაწილეთა მონაცემები:
სალომე სარალიძე. IX კლ. მოსწავლე
ლალი პონომარენკო. Xკლ. მოსწავლე
გიორგი მურჯიკნელი. X კლ. მოსწავლე
მურმანი მურჯიკნელი. X კლ. მოსწავლე
მანანა გოდელაშვილი. (მშობელი)
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ქურდაძე. ელ.ფოსტა: tinatini.kurdadze@gmail.com.
გუნდის კაპიტანი: ლალი პონომარენკო - არის საკმაოდ აქტიური, კომუნიკაბელური, გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი ხორციელდება სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ წრომის საჯარო სკოლის ბაზაზე. სწორედ სკოლის მოსწავლეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 99% ჯინსის მომხმარებელია. გამოკითხვისას გაჩნდა ჯგუფში პროექტის შექმნის იდეა და წამოვჭერით კითხვები: თუ რამ გამოიწვია ჯინსის ასეთი პოპულარობა? ჯინსი სამუშაო ფორმაა თუ ბრენდირებული სამოსი? სად შეიძლება ჩავიცვათ ჯინსი? ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფისათვის ბევრი რამ არაა ცნობილი. ისინი შეისწავლიან ჯინსის შესახებ არსებულ ინფორმაციებს, გაეცნობიან მისი წარმოშობის ისტორიას. გამოკითხვის შედეგად დაადგენენ ჯინსის მომხმარებელთა რაოდენობასა და ასაკობრივ სტრუქტურას. სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და ინტერნეტიდან  მოძიებული ინფორმაციის შეგროვება, დახარისხების საფუძველზე შექმნიან  საინფორმაციო ბაზას, რომელსაც სკოლის ბიბლიოთეკაში განათავსებენ და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პროექტის მიზანი: ჩვენი დაინტერესება არსებულ პროექტთან დაკავშირებით გამოიწვია იმან, რომ თაობების მანძილზე ჯინსი მოდიდან არ გადადის და სულ უფრო პოპულარული ხდება, იზრდება მისი მომხმარებელთა რაოდენობა. ხშირად სხვადასხვა ადგილას ცხადდებიან ჯინსით შემოსილები. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ჩაცმის კულტურის განვითარება.
 ჩვენი მიზანია ამ პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრა, ამიტომ დავსახეთ მიზნები და ამოცანები თემასთან დაკავშირებით.
პროექტის სასწავლო მიზანს წარმოადგენს, ინტერნეტ სივრცეში განვათავსოთ მოძიებული ინფორმაცია, სადაც მკითხველს შეეძლება არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიტოვოს კომენტარები.
ამ მიზნით ჯგუფი გაეცნობა ჯინსის წარმოშობის ისტორიას, გამოკითხვის საშუალებით დაადგენს ჯინსის მომხმარებელთა რაოდენობასა და ასაკობრივ სტრუქტურას. ააგებს გრაფიკებს Excell. შეძლებენ ამ საკითხთან დაკავშირებით ესეის შექმნას. გამოვა კედლის გაზეთი. შექმნიან ჯინსისაგან გამოყენებითი ხელოვნების რამდენიმე ნამუშევარს მშობლების დახმარებით. მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია(Power Point)  და გაიმართება დისკუსია კითხვაზე: ფართო მოხმარების ნაწარმიდან თუ შეიძლება კიდევ რომელიმეზე ითქვას, რომ მან ,,მსოფლიო შეცვალა“?
პროექტის მნიშვნელობა: პროექტი საყურადღებოა, პირველრიგში, მასში ჩართული მოსწავლეებისათვის. პროექტის განხორციელება ემსახურება მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას:
პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა.
პრობლემის გააზრება და მიზეზ - შედეგობრივი კავშირების დადგენა.
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება.
შემოქმედებითობა.
სწავლა.
კვლევა.
პრობლემის გადაჭრა.
თანამშრომლობა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება.
პროექტის შედეგები:
ჯგუფის მიერ მოძიებული ყველა საინფორმაციო მასალა განთავსდება სკოლის ბიბლიოთეკაში და სკოლის ვებ გვერდზე, როგორც კი სკოლა ჩაერთვება ინტერნეტში.
პროექტის პრეზენტაციისას თვალსაჩინოებისათვის ჯგუფის წევრები შექმნიან ჯინსისაგან გამოყენებითი ხელოვნების რამოდენიმე ნიმუშს.
პროექტზე მუშაობისას შეძლებენ სხვადასხვა საგნების სწავლისას მიღებული ცოდნის გამოყენებას. (კომპიუტერული ტექნოლოგიები, ხელოვნება, ლიტერატურა, მსოფ. კულტურა და ა. შ. )
გამოვა კედლის გაზეთი.
ესეის შექმნა თემაზე ,,რას ნიშნავს ჩემი თაობისათვის ჯინსი?“
ესგ. მიზანი და შედეგი: არჩ. მსოფ. კულტ. X/XI/XII 9. მოსწავლე იკვლევს კულტურათა ცვალებადობის მაგალითებს და შეუძლია იმსჯელოს იმაზე, რომ კულტურის დინამიკას შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
სკოლის ბიბლიოთეკის რესურსები.
ინტერნეტში მოძიებული მასალები.
წრომის მოსახლეობა.
ფოტოაპარატი.
კომპიუტერი.
პრინტერი.
პროექტორი.
შეფასება :
შეფასება მოხდება პროექტის პრეზენტაციისას, შეფასების ჯგუფის მიერ.
მონიტორინგი :
მონიტორინგს აწარმოებს პროექტის ხელმძღვანელი თ. ქურდაძე.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:

#
აქტივობები
დრო
პასუხისმგები
შენიშვნა
1კვ.
2კვ.
3კვ.

ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა და ფუნქციების განაწილება
+


თ.ქურდაძე


სოფლის მაცხოვრებელთა გამოკითხვა
+


მ.მურჯიკნელი ლ.პონომარენკო


ლიტერატურისა და სხვა ინფორმაციის მოპოვება
+
+

ს.სარალიძე გ.მურჯიკნელი


ესეის შექმნა

+

ლ.პონომარენკო ს.სარალიძე


ფოტოებისა და სლაიდების დამზადება,Power Point,გრაფიკების აგება Excell.

+

მ.მურჯიკნელი გ.მურჯიკნელი


გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნა თვალსაჩინოებისათვის

+
+
ლ.პონომარენკო ს.სარალიძე მ.გოდელაშვილი (მშობელი)


კედლის გაზეთის გამოშვება


+
მ.მურჯიკნელი
ლ.პონომარენკო


პროექტის პრეზენტაცია


+
ს.სარალიძე ლ.პონომარენკო გ.მურჯიკნელი მ.მურჯიკნელი მ.გოდელაშვილი


მონიტორინგი
+
+
+
თ.ქურდაძე


შეფასება


+
შეფასების ჯგუფი