Sunday, September 28, 2014

დღე IX

დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა და ავტვირთეთ ბლოგზე. გვქონდა პროექტების პრეზენტაცია. დიდი მადლობა ნათიას, არაჩვეულებრივია.

ლაღიჯვრის ეკლესიის პროექტის პორტფოლიო

Saturday, September 27, 2014

დღე VIII

ტრენინგის მერვე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე და დავწერეთ აქტივობები, გავაკეთეთ ფასილიტაცია.... დიდი მადლობა ნათიას.

Thursday, September 25, 2014

დღე VII

ვნახეთ ინტელის სახელმძღვანელოში შეფასების რუბრიკა და გადმოვწერეთ, ვიმუშავეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტზე, ასევე ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების დადება. 

Saturday, September 20, 2014

დღე VI

ტრენინგის მეექვსე დღე საინტერესო იყო ძალიან, ვისწავლეთ ვიდეოს ბლოგზე გადატანა და ჩანართების გაკეთება.

Saturday, September 13, 2014

დღე V

საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, გავაკეთეთ შეფასების მონახაზი სასწავლო პროექტის გეგმაში, ციტირებული დოკუმენტი. მოსწავლის ნამუშევარი და შევინახეთ ჩვენს მოსწავლის ნაშრომის საქაღალდეში. მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ <3

დღე IV

დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევიმუშავეთ და ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ასევე გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, ავაწყეთ Googl-ს დახმარებით სლაიდშოუ (power point) გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, September 7, 2014

დღე III

დღეს სასწავლო პროექტის გეგმაზე  ვიმუშავეთ ნაყოფიერი დღე იყო, ასევე ვისწავლეთ თუ როგორ ხდება დოკუმენტის გაზიარება.

Saturday, September 6, 2014

დღე II

ტრენინგის დღევანდელ დღეს ვისწავლეთ ბროშურების შექმნა, დავამზადეთ ბროშურები მშობლებისათვის.

Friday, September 5, 2014

პირველი დღე

დღეს დავიწყე ინტელის კურსის ტრენინგი პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით და უკვე მომწონს. გავეცანი სიახლეებს, სახელმძღვანელოს სტრუქტურას, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოს საქაღალდე და ა.შ.

Saturday, March 22, 2014

წრომი აგროტურიზმის განვითარების ჭრილში

                 

 მაშ მივყვეთ ამ წარსულს, მართლაც საოცრებას
ფასეულობათა წონით,

როგორც სიყვარული, ანდა სიამაყე,

ისე შემოგვყურებს წრომი. . .



 პროექტის მონაწილეები: 
როზა ჩიბირაშვილი X კლასი
ლილი პონომარენკო XII კლასი
გიორგი გოგოლაძე  XII კლასი
მშობელი: იამზე მურჯიკნელი
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ქურდაძე (ხელოვნებისა და მსოფლიო კულტურის მასწავლებელი) ელ.ფოსტა: tinatini.kurdadze@gmail.com
გუნდის კაპიტანი: გიორგი გოგოლაძე. გიორგი არის აქტიური,კომუნიკაბელური, პსაუხისმგებლიანი, შეუძლია გუნდის მართვა. აქვს პრეზენტაციის კარგი უნარი.
პროექტის აქტუალობა: პროექტი ხორციელდება სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ წრომის საჯარო სკოლის ბაზაზე. ეს პროექტი ცდება საკლასო და სასკოლო გარემოს და ეხება  სოფლის საერთო პრობლემას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობის თითქმის 90 % უმუშევარია, დამოკიდებული არიან სოფლის მეურნეობაზე, რომლის მოვლა-პატრონობისათვის მოსახლეობას საკმარისი სახსრები არ გააჩნია. არსებული პრობლემის გამო სოფელს ტოვებს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი. ხდება მათი სოფლიდან ქალაქად გადასვლა, შესაბამისად სკოლასაც შეექმნა პრობლემა, მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. დღეისათვის წრომის საჯარო სკოლაში ირიცხება 48 მოსწავლე.სწორედ ამ პროექტის განვითარება შეუწყობს ხელს მათ სოფლისკენ შემობრუნებას.  ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ „საინფორმაციო ბანკი“ ჩვენი სოფლისა და მხარის შესახებ. ინტერნეტში მოძიებისას  ჩვენთვის საჭირო მასალა ან არ არის, ან არის, მაგრამ ძალიან მწირია, ინფორმაცია ზოგადია.   
     სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის სოფელს აქვს შემდეგი პირობები: ადგილის უსაფრთხოება,  VII ს. ისტორიული-არქიტექტურული ძეგლი; ლამაზი ბუნება და ლანდშაფტი: ტყე, მდინარე, ტბა და სამკურნალო გოგირდოვანი წყლები; ტრადიციული სახლები, ეროვნული არქიტექტურული ელემენტებით( რომელიც საჭიროებს რესტავრაციას).
პროექტის მიზანი: ჩვენი მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის რესურსებისა და სოციალური- ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესწავლა ტურიზმის განვითარების მხრივ. წრომის სამომავლო განვითარების რეკომენდაციების შემუშავება და მათი გაცნობა დაინტერესებული საზოგადოებისათვის. ჩვენი პროექტის მიზანია ასევე ინტერნეტ სივრცეში განვათავსოთ მრავალმხრივი და ღირებული მასალა,საქართველოს, კერძოდ კი შიდა ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის შესახებ.საამისოდ შევქმნით ბლოგს,ჩვენი ბლოგი ამ სოფლისა და მხარის თავისებური რეკლამაც იქნება. მისი საშუალებით მოვიზიდავთ ტურისტებს, რაც შესაბამისად გამოიწვევს სოფელში ინფრასტრუქტურის განვითარებას, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. საიტის მასალა მუდმივად შეივსება მხარის შესახებ ცნობებით.მოეწყობა ლაშქრობა-ექსკურსიები,  მოხდება გოგირდოვანი წყლების ქიმიო-ფიზიკური თვისებების გამოკვლევა;
პროექტზე მუშაობისას ჩვენ შევისწავლით სოფლის გასაჭირს და მისი განხორციელებით შევძლებთ საჭიროებისამებრ დახმარებას ახლაც და მომავალშიც.
 ჩვენი მიზანია ასევე ტურისტული მარშრუტის შედგენა.საოჯახო სასტუმროების მოძებნა,სამედიცინო დაწესებულების,სავაჭრო ობიექტების დათვალიერება გაცნობა,ტურისტული პაკეტის შექმნა.
შეიქმნება ,,მონაცემთა ბაზა“ და სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდება. დამსვემენებელს    ამ ეტაპზე სოფელი შეთავაზებს იაფად, ნაკლები კომფორტით, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო გარემოში დასვენებას. ამისთვის ჩვენ ჩავატარებთ საინფორმაციო- სააგიტაციო სამუშაოებს ტურიზმის როლისა და ადგილის შესახებ. სოფლის მოსახლეობას მოვამზადებთ ტურისტების მისაღებად.
პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი პროექტი საყურადღებო და მნიშვნელოვანია უპირველესყოვლისა ჩვენთვის, ჯგუფის წევრებისათვის. ჯგუფის ყველა წევრი შეისწავლის და ერთად გავაკეთებთ საქმეს. მოხერხდება ჩვენი თავისუფალი დროის გონივრულად განაწილება. გვაქვს შემოქმედებითი ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან, სკოლის მასწავლებლებთან. მასალების მოსაგროვებლად მოეწყობა ლაშქრობა - ექსკურსიები. გვაქვს პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ჩვენი სოფლის, ხალხის წინაშე, რომ გაფრთხილებას საჭიროებს როგორც ჩვენი სოფელი, ასევე მთლიანად მხარე - საციციანო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველას ვაჩვენოთ  ჩვენი მხარის  სილამაზე და  სიმდიდრე.
 ეს პროექტი მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. ჩვენი მხარის შესწავლა - პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. გაჩნდება მოთხოვნა ადგილობრივი ინფრასტუქტურის განვითარებაზე და შესაბამისად მოსამსახურე პერსონალზეც.(დასაქმდება მოსახლეობა და გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა)
პროექტის განხორციელება:  პროექტი საყურადღებო და მნიშვნელოვანია უპირველესყოვლისა ჯგუფის წევრებისათვის. ჯგუფის ყველა წევრი შეისწავლის და ერთად გააკეთებს საქმეს, მოხერხდება მათი თავისუფალი დროის გონივრულად განაწილება.. ექნებათ შემოქმედებითი ურთიერთობა სკოლის მასწავლებლებთან, საინტერესო ადამიანებთან.მასალების მოსაგროვებლად მოეწყობა ლაშქრობა , ექსკურსიები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფისათვის ბევრი რამ არაა ცნობილი. სხვდასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციის შეგროვება, დახარისხების საფუძველზე შექმნიან საინფორმაციო ბაზას, რომელსაც სკოლის ბიბლიოთეკაში განათავსებენ.
      პროექტში იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოყენებული. საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა აღწერეს წრომის მოსახლეობა, უმუშევართა პროცენტული რაოდენობის დასადგენად, ააგებენ გრაფიკებს პროგრამა ,, excell“ - ში. მოძიებულ ისტორიულ და ლიტერატურულ ინფორმაციას განათავსებენ ბლოგზე. გადაიღებენ  ფოტოებს და ააწყობენ სლაიდშოუს - ,, power point“- ში.
პროექტზე მუშაობა  მოიცავს 30 სამუშაო დღეს.
აქტივობები:
          პროექტის დასაწყისში მოხდა ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა და ფუნქციების განაწილება . პირველ კვირაში მოსწავლეები  გამოკითხვის შედეგად, დაადგენენ  სოფლის მაცხოვრებელთა შორის  უმუშევართა პროცენტულ რაოდენობას. მოიძიებენ ლიტერატურასა და სხვა ინფორმაციას. 
პროექტის განხორციელების მეორე კვირაში  შეადგენენ ტურისტულ მარშრუტს, მოეწყობა ექსკურსია-ლაშქრობები, მხარის დათვალიერება. მოხდება ფოტოებისა და სლაიდების დამზადება, power point,  გრაფიკების აგება excell.  ბლოგის შექმნა და ინტერნეტსივრცეში  ინფორმაციის განთავსება. ბალნეოლოგიურ ინსტიტუტში სტუმრობა და  გოგირდოვანი წყლების ქიმიური ანალიზის ხარჯის ანგარიში 2-3 ,4კვირა. საინფორმაციო-სარეკლამო მასალის მომზადების ხარჯის ანგარიშის გაგება. ბუკლეტების მომზადება, მისი დამზადების ხარჯის ანგარიშის გაგება -5 კვირა და პროექტის პრეზენტაცია  - 6 კვირა.
ტურისტული მარშრუტის შექმნისათვის, შევისწავლით და მოვივლით ყველა იმ ღირსშესანიშნავ ადგილს, არქიტექტურულ ნაგებობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ყოფილ  საციციანოს სათავადოში ტურისტულ საქმიანობას. ვეწვიეთ ხაშურის სამხარეო მუზეუმს, სადაც თანამშრომლებმა დახმარება გაგვიწიეს და მოგვაწოდეს ცნობები ჩვენი სოფლის შესახებ. საოჯახო სასტუმროების მოძებნისას, მრავალმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა და ტურისტისა თუ საქართველოს მცხოვრებლების მიღებისა. გავეცანით ოსურ სამზარეულოს და შევისწავლეთ რამდენიმე კერძის დამზადების წესი. მშობლის დახმარებით შეიქმნება პროექტის ბიუჯეტი, რომელიც გვჭირდება გოგირდოვანი წყლების გამოკვლევისათვის და ინტერნეტში რეკლამის განთავსებისათვის.
განსავითარებელი უნარები:
პროექტი ემსახურება მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას: პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა. პრობლემის გააზრება და მიზეზ - შედეგობრივი კავშირების დადგენა.ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება. შემოქმედებითობა. სწავლა. კვლევა.
პრობლემის გადაჭრა. თანამშრომლობა. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებითა და დახმარებით ინფორმაციის მოძიება, კვლევა, ორგანიზება, და შენახვა. ციფრული მასალის გამოქვეყნება ინტერნეტში. ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეებში ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარის განვითარება, სივრცული წარმოდგენა, სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი და ა.შ.
პროექტის შედეგები:
-         სოფლის პოპულარიზაცია, მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება
-         სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება
-         ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოს შექმნა
-         წრომის როგორც საკურორტო ზონის პოპულარიზაცია
პროექტზე მუშაობისას შეძლებენ სხვადასხვა საგნების სწავლისას მიღებული ცოდნის გამოყენებას. ( კომპიუტერული ტექნოლოგიები, ხელოვნება, ლიტერატურა, ისტორია, მსოფ. კულტურა და სხვა. )   
ესგ. მიზანი და შედეგი: ხელოვნება.
ს.გ..X3. მოსწავლე მონაწილეობს პროექტებში.
 ს.გ.X.6. მოსწავლე აანალიზებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ნაწარმოებებს და მსჯელობს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე.
ს.გ.X.7. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს რა გავლენას ახდენს ისტორიული, სოციალური და სხვა. კონტექსტი კონკრეტული ხელოვანის შემოქმედებაზე.
 ს.გ.X.8         . მოსწავლე იკვლევს ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
..XI,XII.10 . მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს ხელოვნების როლს საკუთარ და საზოგადოების ცხოვრებაში.
   მონიტორინგი:
მონიტორინგს აწარმოებს პროექტის ხელმძღვანელი თინათინ ქურდაძე, რომელიც დააკვირდება ჯგუფის წევრების მუშაობას და აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში.
შეფასება: შეფასება მოხდება პროექტის პრეზენტაციისას, შეფასების ჯგუფის მიერ.
                                               
                                                   პროექტის სამუშაო გეგმა       
                                              

N

ღონისძიებები
                           დრო


პასუხისმგები
შენიშვნა
1კვ
2
კვ
3
კვ
4
კვ
5
კვ
6
კვ

1
 ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა და ფუნქციების განაწილება.

+




თინათინ
 ქურდაძე
2
ლიტერატურისა და ისტორიული ცნობების მოძიება

+
+
+
+

ლილი პონომარენკო
გიორგი გოგოლაძე
თინათინ ქურდაძე

3
სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა და უმუშევართა რაოდენობის პროცენტული დადგენა
+
+





როზა ჩიბირაშვილი
ლილი პონომარენკო


4
ტურისტული მარშრუტის შედგენა

+




გიორგი გოგოლაძე
როზა ჩიბირაშვილი

5
ექსკურსია-ლაშქრობების მოწყობა, მხარის დათვალიერება



+
+
+

ლილი პონომარენო როზა ჩიბირაშვილი
გიორგი გოგოლაძე
თინათინ ქურდაძე

6
ტურისტული პაკეტის შექმნა


+
+
+
+
გიორგი გოგოლაძე
ლილი პონომარენკო

7
ბალნეოლოგიურ ინსტიტუტში სტუმრობა და გოგირდოვანი წყლის ქიმიური ანალიზი, წყლის ხარჯის ანგარიში

+
+
+
+

გიორგი გოგოლაძე
იამზე მურჯიკნელი (მშობელი)


8
საინფორმაციო-სარეკლამო მასალის მომზადების ხარჯის ანგარიშის გაგება

+




ლილი პონომარენკო
როზა ჩიბირაშვილი

9
ბუკლეტების მომზადება,მისი  დამზადების ხარჯის ანგარიშის გაგება


+
+
+
+
ლილი პონომარენკო
გიორგი გოგოლაძე

10
ბიუჯეტის შედგენა
+





როზა ჩიბირაშვილი
იამზე მურჯიკნელი
(მშობელი)

11
პროექტის პრეზენტაცია





+
როზა ჩიბირაშვილი ლილი პონომარენკო
გიორგი გოგოლაძე
თინათინ ქურდაძე